თავში

ყველამ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დიალოგი წარიმართოს - ნინო ბურჯანაძე

ყველამ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დიალოგი წარიმართოს - ნინო ბურჯანაძე
ყველამ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დიალოგი წარიმართოს - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას დიალოგის შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მისასალმებელ სიტყვაში პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს იყო რამდენიმე ისეთი აქცენტი, რაც სამთავრობო გუნდისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა. 

მისი განცხადებით, დიალოგის წარმართვა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ იდეის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. 

"როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალგაზრდებმა იმედი დაკარგეს და ამიტომ გარბიან ქვეყნიდან, მე მგონი მმართველი გუნდისთვის ეს ძალიან უსიამოვნო გზავნილი იყო. მეორე, რაც მან თქვა, იყო, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვრიგდებით, ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით და როგორ უნდა დაველაპარაკოთ აფხაზებს, ოსებს და როგორ უნდა გავაერთიანოთ ქვეყანა, როცა ჩვენ თვითონ ამას ვერ ვახერხებთ.  იყო საინტერესო აქცენტები. 

მე გუშინ ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩემი გუშინდელი მისვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო პოლიტიკური ჟესტი, სრულიად გამიზნული და აბსოლუტურად გააზრებული, სწორედ იმიტომ, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს ეს, რომ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ ამ იდეის მიმართ განწყობილი. 

მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ მე სკეპტიციზმი გამოვხატე გარკვეულად გავაკრიტიკე ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა, ჩავთვალე, რომ რაკიღა ასეთი შესაძლებლობა არის, რომ მოდი და ვისაუბროთ, ჩავთვალე, რომ უნდა მივიდე და ამით დავაფიქსირო პოზიცია, რომ დიახ, ყველამ უნდა ვილაპარაკოთ. დიახ, დიალოგი უნდა წარიმართოს და ეგება ვიპოვოთ გზა ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system