თავში

ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა - ჰარცელი

ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა - ჰარცელი
ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა - ჰარცელი

კრისტიან დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძლივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი.

"რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ გამოაცხადა, რომ მას სურს დანიელსონი ისევ ჩამოვიდეს და ეს მოხდება მალე. მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ.

საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იყო იმედგაცრუება, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს. დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა, ყველა მხარის საწყის პოზიციებთან დაკავშირებით არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების ნაწილად ყოფნა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ პოლიტიკური ლიდერობისა და ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა. ვფიქრობ, არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, გადადგან საჭირო ნაბიჯები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგისკენ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system