თავში

ყველასთან მაქვს კონსულტაცია "ქართული ოცნების" ჩათვლით - ხვიჩია

ყველასთან მაქვს კონსულტაცია "ქართული ოცნების" ჩათვლით - ხვიჩია
ყველასთან მაქვს კონსულტაცია ქართული ოცნების ჩათვლით - ხვიჩია

არ მაქვს არავისთან ლაპარაკის პრობლემა, ამ ქვეყნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ყველასთან მაქვს კონსულტაცია "ქართული ოცნების" ჩათვლით, - ამის შესახებ "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მათ აქვთ ინიციატივა, რომ ახალი არჩევნებ მოითხოვონ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს. 

"ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს, რომ ახალი არჩევნები მოვითხოვოთ და დავნიშნოთ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მგონი, ეს ძალიან გასაგები და ბუნებრივი პირობაა. თუ ეს პირობა მომგებიანია "ქართული ოცნებისთვის" და მათ მიუხედავად იმისა, რომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი გასწორდა, მოიგეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დიახ, უფლება აქვთ, რომ შემდეგი ოთხი წელი მართონ ქვეყანა. წარმოიდგინეთ, ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც, ამათ თუ ადგილობრივი არჩევნები მოიგეს და ოპოზიციამ ვერ მოვიგეთ, მაშინ ჩვენს მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

არ მაქვს არავისთან ლაპარაკის პრობლემა, ამ ქვეყნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერთან, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. მე ყველას ვხვდები, ყველას ველაპარაკები, შეხვედრაა თუ ტელეფონით კომუნიკაცია, რა მნიშვნელობა აქვს. თბილისში ვცხოვრობთ, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს სხვადასხვა პარტიიდან, ყველასთან მაქვს კონსულტაცია "ქართული ოცნების" ჩათვლით", - განაცხადა ხვიჩიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system