თავში

ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება - გიგი წერეთელი

ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება - გიგი წერეთელი
ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება - გიგი წერეთელი

„თუ კი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადო შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

მისივე შეფასებით, საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს ამგვარი გადაწყვეტილების ფასი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზეა რუსეთისა და დასავლეთის მკვეთრი დაპირისპირება. 

„ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც ან საბოლოოდ დაანგრევს ქართული სასამართლოს იმიჯს, ან კიდევ დატოვებს შანსს მისი გადარჩენის, მაგრამ აქ არ არის მხოლოდ სასამართლოში საქმე, თუ კი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი, ფაქტორიც, რაც არის ქვეყნის რეპუტაცია, რაზეც „ქართული ოცნება“ ნაკლებად ზრუნავს, მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ფასი ამგვარი გადაწყვეტილებების, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრი ხდება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში, მაშინ როდესაც სახეზეა მკვეთრი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საქართველო უნდა ცდილობდეს პროცესის სწორ მხარეს იყოს, სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს.“ - განაცხადა წერეთელმა. 

ცნობისთვის, ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system