თავში

ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა - ივანიშვილი

ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა - ივანიშვილი
ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა - ივანიშვილი

„ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ივანიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, დიდი ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი საზოგადო საქმეს მოახმარო.

„მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე და არჩევანის ერთგული ვრჩები. მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს, თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო. ამიტომ სიტყვასიტვით შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვენთან პირველ ინტერვიუში, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვთქვი - ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system