თავში

რა არის კრიზისიდან გამოსავალი - ბაქრაძის განმარტება

რა არის კრიზისიდან გამოსავალი - ბაქრაძის განმარტება
რა არის კრიზისიდან გამოსავალი - ბაქრაძის განმარტება

ვადამდელი არჩევნები არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად - ბაქრაძე ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავალი არ არის გაყალბებული არჩევნების დაკანონება და პარლამენტში შესვლა. 

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავარი რასაც ოპოზიცია განიხილავს, ეს არის ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე. 

„არჩევნების გაყალბებამ ქვეყანაში შექმნა უმძიმესი კრიზისი, კრიზისიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი, ოღონდ გამოსავალი ვერ ქინება გაყალბებული არჩევნების დაკანონება, ამიტომ, ოპოზიციაში არ განიხილება პარლამენტში შესვლა. ის რასაც ჩვენ განვიხილავთ, მთავარი არის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე და ამის პარალელურად მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა საკითხებზეც, როგორიცა არის პოლიტპატიმრების თემა და საარჩევნო კოდექსში და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები. ყველა ეს გახლავთ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვიმეორებ, რომ თავი და თავი, ქვაკუთხედი ამ კრიზისიდან გამოსვლის გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებაზე და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ხოლო თავისუფალი ნების გამოხატვა გახლავთ ვადამდელი არჩევნები და ეს არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია მსოფლიოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system