თავში

რა დამოუკიდებლობას ვზეიმობთ? - ლევან ვასაძე

რა დამოუკიდებლობას ვზეიმობთ? - ლევან ვასაძე
რა დამოუკიდებლობას ვზეიმობთ? - ლევან ვასაძე

„მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თეთრი გიორგის დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა 30-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის კვალზეც წავიდნენ შემდეგ ზვიადი, კოსტავა და სხვები”, – ამის შესახებ „ერის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

ლევან ვასაძის თქმით, დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არაა, რადგან უცხოელების გარეშე ქვეყანა ვერც სამართალს ადგენს, ვერც საარჩევნი ხმებს ხმებს ითვლის და ვერც კორუმპირებულებს იჭერს.

„შევდივართ მორიგ ამ დღესასწაულში კიდევ უფრო შემცირებული დამოუკიდებლობის ხარისხით, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა ქართულ ენაში ძალიან მკაფიო ეტიმოლოგიური შინაარსისაა. ეს ნიშნავს, რომ შენ არაფერზე არ კიდიხარ, არა ხარ ჩამოკიდებული, შენ თვითონ დგახარ მყარად ფეხზე და ჩვენ აწი ვეღარც ცესკოში დავითვლით ხმებს დამოუკიდებლად, ვეღარც მოსამართლეებს გავუშვებთ სამსახურიდან დამოუკიდებლად და ვეღარც იმას გადავწყვეტთ, რომელი ჩვენი მოხელეა კორუმპირებული, თუ ამ პროცესში არ ჩაერთვებიან უცხოელები და არ მოგვცემენ ნებართვას განვსაზღვროთ თითოეული ამ მიმართულების რაობა. რა დამოუკიდებლობას ვზეიმობთ? ვეღარც ხმებს ვითვლით და ვეღარც სამართალს ვადგენთ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system