თავში

რა გადაწყვეტილებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ

რა გადაწყვეტილებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ
რა გადაწყვეტილებები მიიღო ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ

"მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სოლიდარობისთვის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს არჩევნების მეორე ტურზეც.

"დღეს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია, მთელი საზოგადოება შესულია მნიშვნელოვან პროცესებში. ამ პროცესის ორი მიმართულება არის. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ის გამარჯვება, რომელიც ხელში გვიჭირავს, ბოლომდე მივიყვანოთ და საბოლოოდ დავამარცხოთ ამ არჩევნებში "ქართული ოცნება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, აქციის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system