თავში

რა გახდა ასეთი, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს - ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობაზე"

რა გახდა ასეთი, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს - ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობაზე"
რა გახდა ასეთი, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს - ხვიჩია ნაციონალურ მოძრაობაზე

მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შემოსვლა - რა გახდა ასეთი სამსჯელო, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამით ზარალდება საპარლამენტო პროცესი და თავად "ნაციონალური მოძრაობა".

"რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის შემოსვლა პარლამენტში. ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებენ ამდენ ხანს. როგორ შეიძლება ამდენ ხანს საზოგადოება ალოდინო. რა გახდა ახლა ასეთი სამსჯელო, რა არის ასეთი ამბავი, რომ ამდენი ხანი ეს სერიალი არ დაამთავრეს, მაშინ, როდესაც ამით ზოგადად საპარლამენტო პროცესს ზიანი ადგება და, ჩემი აზრით, თვითონ "ნაციონალურ მოძრაობასაც", - განაცხადა ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system