თავში

"რა ხდება ვერ გავიგე" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

"რა ხდება ვერ გავიგე" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
რა ხდება ვერ გავიგე - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. 

როგორც გიული ალასანია ამბობს, მას უთხრეს, რომ სამუშაო საათები დასრულდა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილთან ვერ შევიდა.

"ველოდები უკვე ძალიან დიდი ხანია, 20 წუთი დამაგვიანდა, 6 საათს იყო გადაცილებული 20 წუთი, მაგრამ გაფრთხილებული გვყავდა ხალხი, რომ მე შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს და თანხმობა იყო თითქოს მიღებული ამაზე. მერე უცებ გამომიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულდაო და მე ლოგიკას ვერ ვხედავ. აქ სამუშაოდ არ დავდივარ, არც ჩემი შვილი არ ზის იქ სამუშაოდ და ვისი სამუშაო საათები დასრულდა. კარგად ვერ ვიგებ, იმიტომ რომ იქ სადაც ჩემი შვილი არის მოთავსებული, ის დერეფანი ყოველთვის სავსეა თანამშრომლებით, ყოველთვის, რა დროსაც არ უნდა მოხვიდე.

ყოფილა 6 საათის მერე ჰოსპიტალში შესვლის შემთხვევები. ვერაფერი გამიგია, ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ხდება ვერ გავიგე და ვარ უკვე ორ საათზე მეტია, რაღაცა შეიძლება კიდევ შეიცვალოს, კიდევ რაღაცის მოლოდინში ვარ... მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია... ვიცი ერთადერთი, რომ ძალიან უნდოდა ჩემს შვილს ჩემი ნახვა", - ამბობს გიული ალასანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system