თავში

რა მისწერა ნიკა მელიამ ციხიდან - პავილიონისი წერილს ასაჯაროებს

რა მისწერა ნიკა მელიამ ციხიდან - პავილიონისი წერილს ასაჯაროებს
რა მისწერა ნიკა მელიამ ციხიდან - პავილიონისი წერილს ასაჯაროებს

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს, რომ ციხიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი მიიღო.

პავილიონისი ნიკა მელიას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პატიმარს უწოდებს.

,,არ ვიცი, რატომ - შეიძლება იმიტომ, რომ ჩემმა მშობლებმა ბევრი რამ მასწავლეს, შეიძლება იმიტომ, რომ მახსოვს ანჟეი ვაიდას ფილმში ნათქვამი სიტყვები მეგობრების და მსხვერპლის შესახებ, მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ცხოვრებაში ვირჩევთ, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც მოვუსმინე პრეზიდენტს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ (რომელიც, თავის მხრივ, მხარს უჭერს თბილისში თავისუფლებისთვის ბრძოლას, სეიმის თავმჯდომარესთან ერთად), მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები პირდაპირ თბილისის ციხიდან. ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები, რომელიც მისმა წარმომადგენელმა გადმომცა.

ნიკამ მომცა მისი წერილის გამოქვეყნების, გაზიარების უფლება ლიეტუვაში საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარისთვის. ის მათ გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედი მაქვს, ამ სიტყვებს პრეზიდენტიც წაიკითხავს და სულ მცირე, დაფიქრდება.

ნიკამ მომწერა:

,,ძვირფასო ჟიგის, ნიკამ ახლა დარეკა ციხიდან და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა მისი მადლიერება იმისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. თქვენ რომ არა, ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ასეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას", - წერს პავილიონისი ,,ფეისბუქში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system