თავში

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, როგორც ფოტოგრაფისათვის ფოტოების ბეჭდვას

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, როგორც ფოტოგრაფისათვის ფოტოების ბეჭდვას
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, როგორც ფოტოგრაფისათვის ფოტოების ბეჭდვას

ციფრულმა ტექნოლოგიებმა სასწაულები მოახდინა ჩვენს ინდუსტრიაში – ის საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად ვისწავლოთ, ის გვაძლევს ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რადგან ერთადერთი რაც ჩვენ სურათების ბეჭდვისას მოგვეთხოვება ეს არის კარგი „ფანტაზიის“ უნარი. დრეს უკვე შეიძლება ფოტოების ონლაინ ბეჭდვა და ზოგადად ეჭვი არ არის, რომ ციფრული რევოლუცია პოზიტიური იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვღებულობთ ყველა ამ ცვლილებებს, რაც ციფრულმა ტექნოლოგიამ მოგვიტანა და სიღრმისეულად ვითავისებთ ახალი ტექნოლოგიებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ “ანალოგური ტექნოლოგიების” სამყაროში გვქონდეს შენარჩუნებული რაღაც ნაწილი, როგორც მინიმუმ ეს შეიძლება იყოს – ფოტოების დაბეჭდვა ტილოზე ბეჭდვა სურათების ქაფმუყაოზე ბეჭდვა. პროფესიონალ ფოტოგრაფთა შორის დისკუსია რომელი ჯობია ბეჭდური სურათები თუ ფოტოს გადაღება, ძალიან ფართო თემაა და, რა თქმა უნდა ყველას ექნება საკუთარი აზრი. მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის პოზიცია გიკავიათ ამ საკითხში, მინდა გაგიზიაროთ გარკვეული მოსაზრებები და აგიხსნათ, თუ რატომ არის ნაბეჭდი სურათები ჩვენთვის, როგორც ფოტოგრაფებისათვის და ჩვენი კლიენტებისათვის როგორც ჩვენი ნამუშევრების მომხმარებელთათვის მნიშვნელოვანი.

არსებობს აღნიშნული სამი თემაა, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ:

რატომ არის ნაბეჭდი სურათები მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც ფოტოგრაფიის მომხმარებელთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალური ფოტოგრაფიის ნაბეჭდი სურათები თქვენი გრძელვადიანი წარმატებისთვის

რა გავლენა აქვს ნაბეჭდ სურათებს თქვენი ხელოვანის კარიერაზე

პოლაროიდის ფოტოების ნოსტალგია

დაივიწყეთ ის ფაქტი, რომ თქვენ ფოტოგრაფი ხართ და განათავსეთ თქვენი ახლად გადაღებული სურათები პროფესიონალური ხარისხის ნაბეჭდ სურათებში. ბეჭდვა როგორც მედიუმი არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომ თქვენ შეძლოთ დატკბეთ ფოტოგრაფიით. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბეჭდური სურათი მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ფოტოგრაფიის მომხმარებლისათვის.

ბეჭდური სურათი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება

ციფრული მედია ხშირად კარგავს სტილს და განიცდის დაძველებას და ამიტომ ციფრულ ფორმატში შენახული ფაილებიც კარგავენ სტილს და ხდებიან მოძველებული. წარმოიდგინეთ თქვენი 1995 წლის დასვენების ფოტოები ინახება 3.5“ ფლოპი დისკზე – როგორ შეიძლება ამ ფაილებზე წვდომა ეხლა? რა თქმა უნდა ეს ეხლა ძნელი წარმოსადგენია, რადგან ციფრული ფოტოგრაფია 1995 წელს არც კი არსებობდა. უფრო უახლოეს დროს, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში თქვენ იყენებთ DVD და CD დისკებს ციფრული ფაილების შესანახად და ახლა Apple-მა გადაწყვიტა არ ჩადგას ოპტიკური დრაივები თავიანთ კომპიუტერებში. თქვენ მალე გექნებათ ისეთი სურათების მარაგი, რომელიც ინახება დისკებზე, რაც შეიძლება არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომი. მეორეს მხრივ, თუ თქვენ გააკეთებთ ნაბეჭდ ნახატებს, მაშინ ტექნოლოგიურ ცვლილებები უარყოფით გავლენას ვერ მოახდენენ თქვენს სურათებზე.

არ არის საჭირო ეკრანი რომ რეპროდუქციების ბეჭდვით დატკბეთ

„მომენტში” ყოფნა და ტექნოლოგიებთან დაშორება არ არის ფუფუნება, რომ თქვენ ისარგებლოთ დღევანდელი ციფრული სამყაროთი. არსებობს რაღაც ნოსტალგიური და რომანტიული იმაში, რომ შეძლო თქვენს შვილებთან ერთად დაისვენო ტახტზე და დატკბე საქორწილო ალბომის ან ძველი ოჯახური ფოტოებით, ლეპტოპის გახსნის გარეშე და არ დაგჭირდებათ ათასჯერ დააჭიროთ ღილაკს “შემდეგ“. როდესაც ბეჭდურ სურათს უყურებთ, თქვენ არაფერი გიშლის ხელს. არ არის ეკრანის ბოლოში ელ-ფოსტის შეტყობინება და ასევე არ არის “ფეისბუქის“ ფანჯარა. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნო სურათისა და იმ ამბით რომელსაც იგი მოგითხრობთ, წყნარ და მშვიდ გარემოში.

ბეჭდური სურათი მთელი სიცოცხლის მანძილზე არსებობს და ხშირად უფრო მეტი ხნით

ფიზიკური ბეჭდური სურათებს შეუძლიათ ტკბილი მოგონებების მოგვრა თქვენი მთელი ცხოვრების მანძილზე. ხშირად თქვენ ვერ ახერხებთ დროის გაჩერებას (მომენტის დაჭერას) და შთაბეჭდილებების დაბეჭდვას (მომენტის შენარჩუნებას), თქვენი შვილებისა და შვილების შვილებისთვის. ხისტი დისკების მოგონებების სახით შენახვა არც ისე სახარბიელო საშუალებაა, არა?

გახდი სრულფასოვანი ფოტოგრაფი

როცა როგორც ფოტოგრაფი, თქვენს კლიენტებს, დაბეჭდილი სურათებს სთავაზობთ, თქვენ ამით ფოტოებზე გაცილებით მნიშვნელოვან პროდუქტს სთავაზობთ. თქვენ ახლა დაკავებული ხართ მომენტების შენახვით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მუშაობის შედეგად თქვენი კლიენტების ტკბილი მოგონებები სურათის გადატანის მეშვეობით გარანტირებულად დაცული იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ფოტოების ბეჭდვის ხარისხზე კი artbox.geიზრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system