თავში

რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე - კახა კალაძე

რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი, პოლიტიკოსი თუ რიგითი
რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე - კახა კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა როგორც ჟურნალისტის, ისე სასულიერო თუ სხვა პირების მხრიდან.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი თალვკეთულას მონასტერში მომხდარ ინციდენტს.

"რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი ძალადობს თუ უბრალოდ, რიგითი მოქალაქე ძალადობს. ძალადობა არის თვითონ კატეგორიულად მიუღებელი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, როგორც ფიზიკური ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობა, ამის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე, განვითარებაზე, სიმშვიდეზე და სტაბილურობაზე", - განაცხადა კახა კალაძე.

შეგახსენებთ, თავკვეთილის მონასტრის ბერმა იოანემ რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system