თავში

რა მოხდა ცხინვალის იზოლატორში - ე.წ. შს მინისტრი გადააყენეს

რა მოხდა ცხინვალის იზოლატორში - ე.წ. შს მინისტრი გადააყენეს
რა მოხდა ცხინვალის იზოლატორში - ე.წ. შს მინისტრი გადააყენეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში  დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა. 

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ პატიმარი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, სხეულზე დაზიანებებით შეიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარზე ე.წ. პროკურატურამ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო.

იზოლატორში მამაკაცის გარდაცვალების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში პროტესტის ტალღა აგორდა. 

ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულებას მოაწერა ხელი. 

საქმესთან დაკავშირებით ე.წ. პარლამენტში საგანგებო სესია მიმდინარეობს, სადაც დე ფაქტო მთავრობის გადაყენების საკითხს განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system