თავში

რა "ოცნება"? მელიასთან და რურუასთან აქვს ფოტოები გადაღებული - კალაძე მკვლელობაში ბრალდებულზე

რა "ოცნება"? მელიასთან და რურუასთან აქვს ფოტოები გადაღებული - კალაძე მკვლელობაში ბრალდებულზე
რა ოცნება? მელიასთან და რურუასთან აქვს ფოტოები გადაღებული - კალაძე მკვლელობაში ბრალდებულზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ავსტრალიელი შანაე ბრუკის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

მან შს მინისტრს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ეჭვმიტანილის „ქართულ ოცნებასთან“ სავარაუდო კავშირზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ის აუცილებლად მკაცრად დაისჯება. 

" „ქართული ოცნება“ ვინმეს თუ მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, - აღნიშნა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system