საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.
საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.შეხვედრაზე ისაუბრეს პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვაქცინების გაზიარების გეგმაში საქართველოსთვის პრიორიტეტის მინიჭება, ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი პარტნიორობის კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და პანდემიის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური გარემო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ქართული მხარის შეფასებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც მოწმობს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე NATO-ს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს პროგრესი აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ალიანსის ღია კარის პოლიტიკა.ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა მზაობას, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ქვეყნის მდგრადობას.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაესვა ხაზი მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ყველა მონაწილე მხარის მიერ.- მთავარი
- პოლიტიკა
- რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმაკატეგორიის სხვა ახალი ამბები
- სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო 14 იანვარი, 2022 / 21:16
- მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი 14 იანვარი, 2022 / 20:39
- საქართველოს სამეფო სახლი მიხეილ სააკაშვილს თხოვნით მიმართავს 14 იანვარი, 2022 / 16:13
- შალიკოც კი შემოდის პარლამენტში - ირაკლი ზარქუა 14 იანვარი, 2022 / 16:07
- სააკაშვილმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე - ალეკო ელისაშვილი 14 იანვარი, 2022 / 14:36
- ზურაბ აზარაშვილი სებასტიან მოლინეუსს შეხვდა 14 იანვარი, 2022 / 12:00
- "ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ დროშის დღეს" - პრემიერი 14 იანვარი, 2022 / 11:40
- "უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს" - შალვა პაპუაშვილი 14 იანვარი, 2022 / 10:20
- 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა 14 იანვარი, 2022 / 10:00
- პარტია "დროა" პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება 13 იანვარი, 2022 / 21:40
ბოლო სიახლეები
-
დღეს ბედობაა
-
აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
-
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
-
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
-
ქვეწარმავლების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც 310 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
-
კვება საათობრივად - როგორ "ვიშიმშილოთ" სწორად
-
გეწვევათ თუ არა სიყვარული 2022 წელს? - ქვიზი
-
თბილისის "საახალწო სოფელი" კონცერტით დაიხურა
-
როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
-
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები" - გიორგი გამსახურდია დედას უპირისპირდება
-
"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო
-
შიზოფრენიით სნეულმა სექტამ მიტინგის მოწყობა სცადა - გამსახურდია
-
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო
-
მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს - VIDEO
-
მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი
-
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
-
გაჯეტები 10 წელში გაქრება
-
ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ
-
აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
-
კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან