თავში

რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, დრო აჩვენებს - სამადაშვილი

რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, დრო აჩვენებს - სამადაშვილი
რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, დრო აჩვენებს - სამადაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი მოლაპარაკებების განახლებაა.

მისივე თქმით, თუ რა შედეგს მოიტანს დიალოგი, ეს დროის საკითხია.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ. ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ამ შეხვედრით დაადასტურა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ. რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას ქვეყანაში, დღეს მთავარი შედეგი არის, რომ განვაახლეთ უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი. რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, აჩვენებს დრო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system