თავში

რა შემთხვევაში დატოვებს მამუკა ხაზარაძე პარლამენტს

რა შემთხვევაში დატოვებს მამუკა ხაზარაძე პარლამენტს
რა შემთხვევაში დატოვებს მამუკა ხაზარაძე პარლამენტს

"ლელოს" ლიდერის და ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტს დატოვებს.

მისივე თქმით, პარლამენტის დატოვების შემდეგ ის "მარშალის გეგმის" განხორციელებაზე დაიწყებს მუშაობას.

"მე ვტოვებ პარლამენტს და მეორე დღიდანვე შევუდგები იმ იდეებისა და გეგმების განხორციელებას, რომელიც გვაქვს "მარშალის გეგმის" სახით",- განაცხადა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ოქტომბერს, თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი დაასახელა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system