თავში

რა შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას - ელენე ხოშტარიას განცხადება

რა შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას - ელენე ხოშტარიას განცხადება
რა შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას - ელენე ხოშტარიას განცხადება

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მეშვიდე დღეა შიმშილობს ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და ის პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.

მისივე განმარტებით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი იმაზე დიდ საფრთხეშია, აქამდე იყო.

"მე ვთქვი თავიდანვე, რომ ვიშიმშილებ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.

ერთადერთი რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს.

ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. თუ მე, ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ არც დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით", - ამბობს ელენე ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system