თავში

რა წინადადებას ელოდება ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან"

რა წინადადებას ელოდება ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან"
რა წინადადებას ელოდება ოპოზიცია ქართული ოცნებისგან

თუ „ქართულ ოცნება“ აპირებს მოლაპარაკებაზე წინადადება მოიტანოს სხვა საკითხზე, ისე რომ ეს არჩევნებს  არ ეხებოდეს, ჩვენ ამას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, თუ ახალი არჩევნების შესახებ  შეთანხმება შედგება, შეიძლება არსებული კრიზისის დაძლევის შანსი გაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაპირობა ერთპარტიული პარლამენტი იქნება. 

"მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. ჩვენ „ქართული ოცნების მხრიდან“ კონკრეტულ წინადადებას ველოდებით. პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები, ისევე როგორც ოპოზიციის შიგნით. მზად ვართ, სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც შეეხება არჩევნების ჩატარებას, მის ირგვლივ ნებისმიერ დეტალზე მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, ოღონდ, კარგად უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ რომ, თუ ისინი აპირებენ, წინადადება მოიტანონ სხვა საკითხზე, ისე რომ ეს არ ეხებოდეს არჩევნებს, ამაზე ჩვენგან იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია და ჩვენ ამას არ განვიხილავთ. თუ იქნება შეთანხმება ახალი არჩევნების შესახებ, შეიძლება იყოს შანსი ამ კრიზისის დაძლევის, თუ არ იქნება, მაშინ ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაპირობა იქნება და რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system