თავში

რა უნდა გიგი უგულავას ფოთში, კაცი ძარცვითაა ცნობილი - ღარიბაშვილი

რა უნდა გიგი უგულავას ფოთში, კაცი ძარცვითაა ცნობილი - ღარიბაშვილი
რა უნდა გიგი უგულავას ფოთში, კაცი ძარცვითაა ცნობილი - ღარიბაშვილი

დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე, ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავას ელიტური კორუფციის ფუძემდებელი უწოდა.

"ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში, კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system