თავში

რა უნდა ღარიბაშვილს პრემიერის სავარძელში?! - უგულავა

რა უნდა ღარიბაშვილს პრემიერის სავარძელში?! - უგულავა
რა უნდა ღარიბაშვილს პრემიერის სავარძელში?! - უგულავა

დედაქალაქის ყოფილი მერი და ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რა უნდა უგულავას ფოთში - ი. ღარიბაშვილი.

და რა უნდა ღარიბაშვილს პრემიერის სავარძელში?! - გ. უგულავა.

ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან. 

დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას. თქვენი პროკურატურის შეთითხნილივე ბრალდებებითაც კი მხოლოდ ის "დამიმტკიცეთ" რომ "პარტიული ნიშნით" ხალხი დავასაქმე, რასაც კალაძე და ოცნების მერები ათჯერ მეტი ოდენობით სჩადიან. სტრასბურგს აუცილებლად მოგიგებთ. იქ მურუსიძე ვერ გიშველით. 

ფაქტია, სამჯერ დამიჭირეთ და სახლში წაღებული ვერაფერი ნახეთ. რაც არ არსებობს, აბა რას ნახავდით?! აღზევებულ მდაბიოს დაავიწყდა მამამისი სისხლს რომ წოვს დედოფლისწყაროს და მთელ კახეთს. სუკის ნაჭრებივით რომ აათალეთ მეზობლობას მიწები. 

ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს.

ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა. დუმილია ოქრო, დუ-მი-ლი", - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას, გიგი უგულავას ელიტური კორუფციის ფუძემდებელი უწოდა.

"რა უნდა გიგი უგულავას ფოთში, კაცი ძარცვითაა ცნობილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system