თავში

რა უთხრა წულუკიანმა გახარიას გადადგომის შემდეგ

რა უთხრა წულუკიანმა გახარიას გადადგომის შემდეგ
რა უთხრა წულუკიანმა გახარიას გადადგომის შემდეგ

დეპუტატი თეა წულუკიანი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაზე პირველ კომენტარს დღეს აკეთებს.

გახარიას გადადგომის მომენტში წულუკიანი კოვიდინფიცირებული იყო და მას ეს საკითხი ამ დრომდე არ შეუფასებია.

"მე ეს მასაც გავუზიარე, როცა ბრიფინგი მოვისმინე. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად ეს გადაწყვეტილება არის საზიანო.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია თუ სულ ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით, თუ ის ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში მისთვის დასასმელ კითხვებს დავუსვამ პირადად მას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system