თავში

რა უცნაური რამ უთქვამს გიგას - დავით ბერძენიშვილი

რა უცნაური რამ უთქვამს გიგას - დავით ბერძენიშვილი
რა უცნაური რამ უთქვამს გიგას - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უცნაურია როდესაც ის ადამიანები აქტიურობენ, ვინც პოლიტიკიდან უკვე წავიდა. 

ბერძენიშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან არ წასულა და ამის გაკეთებას არც გეგმავს. როგორც ის აღნიშნავს, მას პრაგმატული ამოცანები აქვს და ამიტომ გადაწყვიტა ტელეეთერისგან დისტანცირება.

"რა უცნაური რამ უთქვამს გიგას. პოლიტიკიდან წასვლას არ ვგეგმავ და ეს არც მემუქრება. გიგას კი ვუთხარი, რომ მას ასაკის პრობლემა არა აქვს, ამომრჩეველთან აქვს პრობლემა. საერთოდ მას სულ არ ეხება, რაც ვთქვი ეთერში და დავწერე სტატუსში. გიგა ნამდვილად ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა...ვერც ელექტორალურად.

პარტიაში პირველი თუ აღარ იქნება, პოლიტიკაშიც რა ესაქმება? ვინც ასე ფიქრობს ბევრი წელია, ამომრჩეველმა კი მიუთითა, რომ საკუთარ პარტიებს უქმნიან პრობლემას. სანამ ოპოზიცია ერთიანად ქუჩაშია, კარგი იქნებოდა, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულიყო, გაზომილიყო ნდობის რეიტინგი ოპოზიციურ ამომრჩეველში (ნაცურშიც და არანაცურშიც) ვის რამდენი აქვს... ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების პერმანენტულ რეჟიმში მიკროფონთან ყოფნა აქციაზე თუ ეთერში იქნებ დამაზარალებელია? ამასაც გავიგებდით.ჰოდა, სანამ ამას გავიგებთ, თავსაც დავიზღვევ და ოპოზიციასაც დავაზღვევ ერთი თვით ტელეეთერისგან დისტანცირებით. მეტი კი არაფერი. არავის ვერჩი უკლებლივ ყველა პოლიტიკოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მტრად არავინ დამინიშნავს და ოპოზიციიდან ვინმეს გარიცხვის წყურვილი არ მკლავს. პოლიტიკური პრაგმატული ამოცანები მაქვს მეც, როგორც ერთ ოპოზიციონერს...საუფროსო პოსტი კიდე არც არასდროს დამჭირვებია პოლიტიკური კლასის სტაბილური წევრობისთვის", - წერს სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system