თავში

რადიკალების მიერ ჩამოგლეჯილი დროშის ნაცვლად კახა კუჭავამ ევროკავშირის ახალი დროშა თავად დაკიდა - PHOTO

რადიკალების მიერ ჩამოლი დროშა თავად დაკიდა - PHOTO
რადიკალების მიერ ჩამოგლეჯილი დროშის ნაცვლად კახა კუჭავამ ევროკავშირის ახალი დროშა თავად დაკიდა - PHOTO

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად დაკიდა და ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან," - წერს კახა კუჭავა "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა გუშინ ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system