თავში

რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ - პრემიერის განმარტება

რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ - პრემიერის განმარტება
რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ - პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ორჯერ შეხვდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ.

„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან, მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ასევე, ერთი-ერთზე ფორმატში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო და 17 მარტამდე გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system