თავში

რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ - ვახტანგ გომელაური

რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ - ვახტანგ გომელაური
რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე დღეში გაირკვევა დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე. 

გომელაური აღნიშნავს, რომ წინასწარ ამაზე მსჯელობა მისი მხრიდან უხერხული იქნება.

"რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, ვიქნები თუ არ ვიქნები, დაელოდეთ,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე დარჩება და ცვლილებები მხოლოდ იუსტიციის ნაწილში გამოიკვეთა. 

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system