თავში

რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან - გიული ალასანია

რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან - გიული ალასანია
რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი კომენტარის მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიმპტომებში უჩვეულო დაღლა და შფოთი შეიმჩნევა, რაც შესაძლოა მედიკამენტოზური მკურნალობით იყოს გამოწვეული. 

გიული ალასანია აცხადებს, რომ ექიმები პროფესიონალიზმის მაღალ დონეს აჩვენებენ, ხოლო პრეზიდენტის გადაყვანა საპატიმრო დაწესებულებაში მიუღებელია. 

"ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის ნდობაც მე არ მაქვს. გორის ჰოსპიტალში რომ გადმოიყვანეს გადატანილი წამების შემდეგ, რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამენტოზურია, მაგრამ არ ვიცი რა ფორმით ხდება მიღება. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system