თავში

რამდენიმე საათში იხილავთ დეკლარაციის ტექსტს - ზალკალიანი

რამდენიმე საათში იხილავთ დეკლარაციის ტექსტს - ზალკალიანი
რამდენიმე საათში იხილავთ დეკლარაციის ტექსტს - ზალკალიანი

საქართველოს საკითხი შეტანილია ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პარტნიორები საქართველოს განიხილავენ, როგორც საერთო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ საქართველოს საკითხზე დეკლარაციის ტექსტში ძალიან მკაფიო გზავნილებია.

„მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ სულ რამდენიმე საათში იხილავთ ტექსტს, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი, მასში ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით. მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. იქნება საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზგასმა იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის და ვფიქრობ, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რაც არის ჩვენს წევრობასთან დაკავშირებული, ასახული იქნება სამიტის დეკლარაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system