თავში

რან გიდორი: მივესალმები ზალკალიანის მიერ ანტისემიტიზმის დაგმობას

რან გიდორი: მივესალმები ზალკალიანის მიერ ანტისემიტიზმის დაგმობას
რან გიდორი: მივესალმები ზალკალიანის მიერ ანტისემიტიზმის დაგმობას

"მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას, მის მიერ ანტისემიზმის დაგმობასა და ებრაელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას", - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა Facebook-ის საშუალებით განაცხადა. 

მისი თქმით, ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ გავემიჯნოთ ექსტრემიზმს, რასიზმსა და ქსენოფობიას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system