თავში

"რანაირი ჩათლახები უნდა ვიყოთ, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ" - ჯაფარიძე

"რანაირი ჩათლახები უნდა ვიყოთ, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ" - ჯაფარიძე
რანაირი ჩათლახები უნდა ვიყოთ, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ - ჯაფარიძე

მინდია უგრეხელიძის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება.

ჯაფარიძე ინიციატივას სასაცილოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ამომრჩევლის აბუჩად აგდება იქნება.

"სასაცილოა, ახლა რას გვეუბნებიან, რომ "გირჩი" შევიდეს პარლამენტში და წაიღოს "ნაციონალური მოძრაობის" მანდატები? რა წარმოდგენა უნდა გქონდეს "გირჩზე", რანაირი ჩათლახები უნდა ვიყოთ, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ? თავი დავანებოთ ამას, რა წარმოდგენა აქვს ხალხზე, რომ ამომრჩევლები, ამდენი ადამიანი, ასობით ათასი ადამიანი წავიდა მხარი დაუჭირა ერთ პარტიას და მეორე პარტია შედის და ისეთი ჩათლახები არიან, რომ ფეხებზე ჰკიდიათ იმ ხალხის არჩევანი, იმათ მანდატებს იღებენ და აგრძელებენ ცხოვრებას? სასაცილოა აბა რა არის?!" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მინდია უგრეხელიძის ინიციატივაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system