თავში

რას ჰქვია ომი საქართველომ დაიწყო? არ არსებობს ასეთი დოკუმენტი - თაკო ჩარკვიანი

რას ჰქვია ომი საქართველომ დაიწყო? არ არსებობს ასეთი დოკუმენტი - თაკო ჩარკვიანი
რას ჰქვია ომი საქართველომ დაიწყო? არ არსებობს ასეთი დოკუმენტი - თაკო ჩარკვიანი

დღეს პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლება ერთმანეთს აგვისტოს ომის თემაზე დაუპირსიპირდა.

როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რეზოლუციის ტექსტს, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ კასეტური ბომბების გამოყენებით, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები განახორციელა ცხინვალის რეგიონში, ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ. მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღნიშნულ ხელმოწერაზე "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება.

უმრავლესობის ამ განცხადებას თაკო ჩარკვიანის უკამყოფილება მოყვა. 

"ნუ დავამახინჯებთ დოკუმენტს, არ არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დავივიწყოთ მტრობა. ეს ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლაა, რომლის მოსმენასაც არ ვაპირებ. 4 სოფელი გამოიარა მტერმა, საუკუნეებია რუსეთი გვებრძვის, რას ჰქვია ომი საქართველომ დაიწყო," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

მას კი პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა უპასუხა.

"მე არ მითქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამას, ამ ტყუილს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწერა ხელი. ვინც მაგას ამბობს, ის დასასჯელია. გეთანხმებით, რომ სირცხვილია ვინც ამას ამბობს, მაგრამ ხელი მათ მოაწერეს, ვის გვერდითაც ახლა თქვენ ზიხართ" - აღნიშნა ბექა დავითულიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system