თავში

,,რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი მხეცი კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ" - ნათელაშვილი

,,რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი მხეცი კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ" - ნათელაშვილი
,,რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი მხეცი კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ - ნათელაშვილი

რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი ოლიგარქიული მხეცი გუშინ კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ, - ასე ეხმაურება ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში.

,,არავის, არც კომუნისტურ სისტემასა და იდეოლოგიას, არც ჰიტლერს და არც ყველა ტერორისტს ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული უმაღლესობისათვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებია, როგორც ეს განახორციელმა პრეზიდენტ-მილიარდერმა, პუტინისგან ბიზნეს-გამაგრებულმა დონალდ ტრამპმა. სწორედ პუტინ-ტრამპის საერთო მფარველობაში იმყოფებოდა ივანიშვილი და მათი ლობირებით იფორმებდა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ შპს-დ, სწორედ ამისთვის ჩუქნიდა ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს ტრამპის სიძე-ქალიშვილს, სწორედ ამიტომ გვაძლებდა ლამის მთელი თეთრი სახლი-ბრიუსელთან (ევროკავშირი) ერთად ქართულ ოპოზიციას შევგუებოდით ძალაუფლების უზურპაციას ოლიგარქისგან, მორჩილად შევსულიყავით პარლამენტში, პირადი კეთილდღეობა აგვერჩია ჩვენს მომავალზე. გავუძელით, გავუძელით და აჰა-მსოფლიო პოლიტიკაში ოლიგარქიის ეპოქა სრულდება. მოკლე ხანში ჩვენც ვიზეიმებთ გაზაფხულს", - წერს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system