თავში

რას წერს უკრაინელი კოლეგა დავით ზალკალიანს

რას წერს უკრაინელი კოლეგა დავით ზალკალიანს
რას წერს უკრაინელი კოლეგა დავით ზალკალიანს

„დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება და გაძლიერდება“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელმაც, თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

"ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო მიზნები - ეს არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება და ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნულია წერილში.

მინისტრის თქმით, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აფასებს იგივე მხარდაჭერას საქართველოს მხრიდან. 

„დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება და გაძლიერდება. ჩვენი მეგობრული ხალხების საკეთილდღეოდ. ამ რთულ დროს, კორონავირუსის პანდემიის წარმატებით დაძლევისთვის ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დამატებითი ძალისხმევები ორმხრივი ურთიერთქმედების ყველა შესაძლო პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, კერძოდ, უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა.“ - წერს დმიტრო კულება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system