თავში

რატი იონათამიშვილი: ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს გზა გადამიღობოს

რატი იონათამიშვილი: ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს გზა გადამიღობოს
რატი იონათამიშვილი: ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს გზა გადამიღობოს

ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი მოვალეობის შესრულებას, გზა გადამიღობოს, - აღნიშნული უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით გააკეთა. 

როგორც დეპუტატმა  ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა, მას გადატვირთული გრაფიკი აქვს და ხელოვნურ ბარიერებს ვერ აიტანს.

„პირადად მე მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობას და არის სასწრაფოდ გადასაჭრელი, ჩემთვის თითოეული დღე არის ძვირფასი. ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას, ჩემი ვალდებულებების და მოვალეობის შესრულებას, წინ გზა გადამიღობოს. პარლამენტი ჩვენ გავხადეთ მისაწვდომი და ხელოვნურ ბარიერებს ამ გზაზე ვერავისგან ავიტან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დესტრუქციის ადგილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას დილიდან არ აძლევენ. პარლამენტში დღეს 12:00 საათზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, ხოლო 15:00 საათზე ბიუროს სხდომა იყო ჩანიშნული. კომიტეტზე დასასწრებად მისული დეპუტატები, რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი საპრეტოსეტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

როგორც პარლამენტის წინ, ასევე შენობის ყველა შესასვლელთან, აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი. ორგანიზატორების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და 20 ივნისს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system