თავში

რატი იონათამიშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშს აკრიტიკებს

რატი იონათამიშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშს აკრიტიკებს
რატი იონათამიშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშს აკრიტიკებს

ანგარიშის ავტორები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ანგარიშის დაწერიდან რამდენიმე დღეში დაადასტურებდა, რომ 20 ივნისის ღამეს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც აღნინშულიარომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე, გადაუჭრელ პრობლემად რჩება".

იონათამიშვილის ამბობს, რომ ანგარიშში ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია და ორგანიზაცია "პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს არ უნდა დაეყრდნოს". 

„ალბათ, ამ ანგარიშის ავტორები ვერც კი წარმოიდგენდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ანგარიშის დაწერიდან სულ რამდენიმე დღეში დაადასტურებდა, რომ 20 ივნისის ღამეს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია 20 ივნისს მშვიდიბიანი იყო, მეორეს მხრივ წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული. ვფიქრობ, რომ მსგავსი ანგარიშების შემუშავების დროს, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ავტორებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს არ უნდა დაეყრდნონ“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშში, სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე წერს და აღნიშნავს, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system