თავში

რატიანი: ყველა საუბრობს რომ ხელისუფლება არღვევს 8 მარტის ხელშეკრულებას

რატიანი: ყველა საუბრობს რომ ხელისუფლება არღვევს 8 მარტის ხელშეკრულებას
რატიანი: ყველა საუბრობს რომ ხელისუფლება არღვევს 8 მარტის ხელშეკრულებას

"დონალდ ტუსკის შეშფოთება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო არ გათავისუფლდება პოლიტიკური პატიმრებისგან, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა და ამას დაემატება კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ამისთვის გადაიხდის საკმაოდ მძიმე ფასს.

მისივე თქმით, ქვეყნის ყველა პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არღვევს.

"იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის ამჯერად მაინც არ დაგვჭირდება ახსნა იმისა, თუ ვინ არის დონალდ ტუსკი და იმედი მაქვს, არ იტყვიან, რომ ეს არის ვინმე უმნიშვნელო პოლიტიკოსი. ყველა ჩვენი პარტნიორი და ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ დაარღვია და არღვევს 8 მარტის ხელშეკრულებას. ამაზე პაუსხისმგებლები არიან ისინი და იმედია, ამას არ დაემატება ის, რომ ფაქტობრივად, 8 ნოემბრის სცენარით წავლენ და ჩაშლიან საკონსტიტუციო ცვლილებებს. დონალდ ტუსკის გაფრთხილება არის მნიშვნელოვანი. მისი შეშფოთება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო არ გათავისუფლდება პოლიტიკური პატიმრებისგან, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა და ამას დაემატება კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა, ხელისუფლება გადაიხდის საკმაოდ მძიმე ფასს. იქნება ძალიან მძიმე ზეწოლა როგორც ქვყენის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს აუცილებლად გამოიწვევს მარცხს. ისინი მაინც განწირულები არიან მარცხისთვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი - ან ის წააგებს, ან წააგებს და ამას დაემატება სანქციები", - განაცხადა სერგო რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system