თავში

რატომ იწყევლება? - ის ალეკო აღარ არის, ვინც მე მახსოვს - მელია

რატომ იწყევლება? - ის ალეკო აღარ არის, ვინც მე მახსოვს - მელია
რატომ იწყევლება? - ის ალეკო აღარ არის, ვინც მე მახსოვს - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. 

როგორც მელიამ განაცხადა, მისი აზრით, ალეკო ელისაშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული არ არის. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, პარლამენტში შესული ელისაშვილი "იწყევლება".

"შეიძლება გაბრაზდეს რომ მოისმენს, მაგრამ ბატონი ალეკო ელისაშვილი, იწყევლება, იქეთ ხან იმას მიაწყევლის, ხან მე მომაწყევლის, არ არის ის ალეკო, რომელიც მე მახსოვს. მე მგონია, რომ მას არ უნდა ვადამდელი არჩევნები",- განაცხადა მელიამ TV პირველის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system