თავში

რატომ არ ატოვებინებთ ჟურნალისტებს ტერიტორიას? - ჟორჟოლიანი

რატომ არ ატოვებინებთ ჟურნალისტებს ტერიტორიას? - ჟორჟოლიანი
რატომ არ ატოვებინებთ ჟურნალისტებს ტერიტორიას? - ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი  და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოს მთავრობა – თუ ამ ყველაფრის ეთერში ჩვენება არ შეიძლება, რატომ არ ატოვებინებთ ტერიტორიას ჟურნალისტებს. მერე ჟურნალისტების დადანაშაულება არ დაიწყოთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

პ.ს. ახლა მთავარია ნიღბიანი პირი “ნაცი” არ აღმოჩნდეს და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკი.

და ყველაზე მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს,“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის მიმდინარეობის ამსახველ პირდაპირ სიგნალს შეუზღუდავს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს მოუწოდებს მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ლაივსიგნალი შემთხვევის ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება იტოვებს უფლებას, აღნიშნული სიგნალი თავად შეუზღუდოს მედიასაშუალებებსა და მობილურ ოპერატორებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system