თავში

"რატომ აწამებთ ადამიანებს კარვებში, 38 გრადუს სიცხეში?" - თალაკვაძე ოპოზიციას

"რატომ აწამებთ ადამიანებს კარვებში, 3
რატომ აწამებთ ადამიანებს კარვებში, 38 გრადუს სიცხეში? - თალაკვაძე ოპოზიციას

"პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება, თუ იცით, რამდენი ადამიანია ახლა ამ კარვებში? 38 გრადუს სიცხეში. იცით? არიან ადამიანები კარვებში თუ არ არიან? თუ არიან, რატომ აწამებთ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით და არანაირი პროტესტი არ ისმის იქ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. 

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

"ორი კვირის განმავლობაში გისვამთ კითხვას, პარლამენტის უკან რკინის ფარების აღება რომ გაგიხარდათ, „გირჩის“ წარმომადგენლებს, თუ გაარკვიეთ, პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება, თუ იცით, რამდენი ადამიანია ახლა ამ კარვებში? 38 გრადუს სიცხეში. იცით? არიან ადამიანები კარვებში თუ არ არიან? თუ არიან, რატომ აწამებთ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით და არანაირი პროტესტი არ ისმის იქ და თუ არ არიან, მაშინ იქნებ შეიკრიბოთ ეს ოპოზიცია ისევ, რომელსაც გაგიხარდათ ამ ფარების აღება და თხოვოთ ამ ადამიანებს, რომ წაიღონ ეს კარვები და როცა პროტესტი ექნებათ, მაშინ შეუძლიათ, რომ მობრძანდნენ. სხვანაირად, გაუგებარია, უბრალოდ, როგორ შეიძლება ერთად შარლ მიშელის შეთანხმებაზე გვესაუბრებოდეთ და ხალხს აწამებდეთ სიცხეში კარვებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system