თავში

რატომ დატოვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა - კახა კუჭავას განმარტება

რატომ დატოვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თა
რატომ დატოვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა - კახა კუჭავას განმარტება

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პოსტიდან წასვლის შესახებ ისაუბრა ამ თანამდებობის ამჟამინდელმა მფლობელმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძემ გადაწყვიტა უფრო აქტიურად ყოფილიყო პოლიტიკაში, უფრო აქტიურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიციები და ყოფილიყო დებატების მონაწილე. 

კახა კუჭავამ განმარტა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა შესაცვლელია, რასაც ჯანსაღი კამათი და კრიტიკა სჭირდება. 

"იმ გუნდს, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამა თუ იმ პარტიის მხრიდან უნდა ჰქონდეს უნარი, მმართველ გუნდს არგუმენტირებულად ეკამათოს", - განაცხადა კუჭავამ. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მის პოზიციაზე ნეიტრალურობა არის ტენდენცია ევროპულ ქვეყნებში.

"ყველასგან ნდობის მოპოვება ადვილი არ იქნება. ეს აქამდე არ ყოფილა, რადგან პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდა აქამდე პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ არჩილ თალაკვაძემ გადაწყვიტა უფრო აქტიურად ყოფილიყო პოლიტიკაში“, - აღნიშნა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system