თავში

რატომ დატოვა "გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარტია

რატომ დატოვა "გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარტია
რატომ დატოვა გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარტია

მწერალი და ტელეწამყვანი ტერესა მოსი, რომელიც  „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემ ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.

ამით სრულდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება ახალი, პერიოდულად სხვადასხვა ფორმით გაგაგებინებთ ამ ახალი მოგზაურობის დეტალებს.

P.S. ამ თემაზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ მედიასთან, ზოგადად პოლიტიკურ თემებზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ხელოვნებაზე ვილაპარაკებ რამდენსაც გინდათ და სადაც გინდათ“, – წერს ტორესა მოსი.

დღეს სოციალურ ქსელში "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტიც გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system