თავში

რატომ გამოვიდა გიორგი გახარია სუამ-ის სამიტზე სიტყვით რუსულ ენაზე - პრემიერის განმარტება

რატომ გამოვიდა გიორგი გახარია სუამ-ის სამიტზე სიტყვით რუსულ ენაზე - პრემიერის განმარტება
რატომ გამოვიდა გიორგი გახარია სუამ-ის სამიტზე სიტყვით რუსულ ენაზე - პრემიერის განმარტება

ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კიევში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია, სუამ-ის სამიტზე, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერმინისტრის განმარტებით, რუსულ ენაზე გამოსვლა მიმღებმა მხარემ მოითხოვა. 

მისი თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა.

„საერთოდ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მიმართვა რუსულ ენაზე. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი იმისთვის, რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშნველოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები, ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს გაურკვეველ ფორმულებზე. ღიმილიმომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ ასე რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ”, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system