თავში

რატომ იბრალებს ხელისუფლება ამას ვერ გავიგე - ჩარკვიანი

რატომ იბრალებს ხელისუფლება ამას ვერ გავიგე - ჩარკვიანი
რატომ იბრალებს ხელისუფლება ამას ვერ გავიგე - ჩარკვიანი

რატომ იბრალებს ხელისუფლება ვერ გავიგე, სარჩელი 2008 წელს იყო შეტანილი და რისთვის ვუხადოთ ჩვენ ხელისუფლებას მადლობა, ისინი ამბობდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, უპირველესად ვინც ამბობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო სალომე ზურაბიშვილი იყო, თუმცა მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. 

"რატომ იბრალებს ხელისუფლება ვერ გავიგე, იმიტომ რომ თინათინ ბურჯალიანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, 2008 წელს არის ეს სარჩელი შეტანილი და მადლობა რისთვის ვუხადოთ ჩვენ ამ ხელისუფლებას. სულ ამბობდნენ, რომ რუსეთმა კი არა, საქართველომ დაიწყო ომი. უპირველესად ვინც ამას გაჰკიოდა და თავის კრებულში ეს "სიბრძნე" შეიტანა იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system