თავში

რატომ უნდა დარჩენილიყო ივანიშვილი, ისედაც ყველა რესურსი აქვს - ბესელია

რატომ უნდა დარჩენილიყო ივანიშვილი, ისედაც ყველა რესურსი აქვს - ბესელია
რატომ უნდა დარჩენილიყო ივანიშვილი, ისედაც ყველა რესურსი აქვს - ბესელია

ივანიშვილს აქვს გავლენები, აქვს სტატუსის გარეშე პროცესების მართვის შესაძლებლობა, აქვს ყველა რესურსი და არაფერში არ სჭირდება პარტიის თავმჯდომარეობის ფორმალური სტატუსი, - ასე შეაფასა პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარებ ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს პარტიაში არ სჭირდება ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური წონა და გავლენები ექნება და სწორედ ამიტომ დანიშა ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე. 

"რატომ უნდა დარჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი? რაში სჭირდება მას ეს? მას აქვს გავლენები, აქვს სტატუსის გარეშე პროცესების მართვის შესაძლებლობა, აქვს ყველა რესურსი და არაფერში არ სჭირდება პარტიის თავმჯდომარეობის ფორმალური სტატუსი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის თავმდომარის პოზიციაზე დანიშვნას, ივანიშვილს არ სჭირდება პარტიაში ისეთი ფიგურა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური წონა ექნება, რომელსაც საკუთარი გავლენები ექნება. კობახიძის პარტია ვისთვის უნდა იყოს საინტერესო წარმოუდგენელია", - განაცხადა ეკა ბესელიან. 

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system