თავში

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი?! - თალაკვაძე შარლ მიშელის დოკუმენტზე

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი?! - თალაკვაძე შარლ მიშელის დოკუმენტზე
რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი?! - თალაკვაძე შარლ მიშელის დოკუმენტზე

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია და რატომ უნდა წავიდეთ ისეთ კომპრომისებზე, რომელიც მოქალაქეებს ააცილებს თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მიზანს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ გავიდა "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმებიდან.

"ეს შეთანხმება მაშინ ამოიწურა, როდესაც ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგაც კი ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა და მოქალაქეებმა ეს უნდა იცოდნენ, რომ ეს არის 4 ოპოზიციური პარტია და ელექტორატის მიერ არჩეულთა უდიდესი უმრავლესობა პარლამენტში, ამ ადამიანებმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს. მათ სურდათ, მხოლოდ "ქართული ოცნების" ხარჯზე გაკეთებულიყო ყველაფერი. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი რაც შედიოდა საქართველოს ინტერესებში და მომავალშიც გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაგრამ როდესაც საუბარია ისეთი ტიპის კომპრომისებზე, დათმობებზე, როგორიც არის 43%-იანი ბარიერზე სხვა არჩევნების მიბმა და არა თვითმმართველობის არჩევნების, ანუ ჩვენ თვითმმართველობიდან გასვლის კომპრომისი გავაკეთეთ იმის დაშვებით, რომ ოპოზიცია ხელს ამ შეთანხმებას სრულად მოაწერდა. მაშინ რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია და რატომ უნდა წავიდეთ ისეთ კომპრომისებზე, რომელიც მოქალაქეებს ააცილებს თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მიზანს", - განაცხადა თალაკვაძემ "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system