თავში

რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება - 6 მიზეზი ზურაბ ჯაფარიძისგან

რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება - 6 მიზეზი ზურაბ ჯაფარიძისგან
რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება - 6 მიზეზი ზურაბ ჯაფარიძისგან

"გირჩის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 6 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. 

ჯაფარიძის თქმით უპიველესი მიზეზი ისაა, რომ ოცნების მმართველობის 8 წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა.

"ოცნების მმართველობის 8 წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა – ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ისედაც დაბალი იყო, პანდემიის პირობებში მინუსებში გადავიდა; ინვესტიციები აღარ შემოდის; ფასები იზრდება; მთავრობის ვალი საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა", - აცხადებს ჯაფარიძე.

"გირჩის" ლიდერის აზრით მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ "ქართული ოცნება" უკვე ორი ვადაა, რაც ხელისუფლებაშია.

"ოცნება უკვე ორი ვადაა, რაც ხელისუფლებაშია. თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, ამის ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ. მესამე ვადით ამ გაზულუქებული ხალხის ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს მათ კიდევ უფრო მეტად გათავხედებას და მათთვის განცდის გაჩენას, რომ ისინი კიდევ დიდხანს შეძლებენ ჩვენთვის წართმეული ფულის ბიუჯეტიდან ჭამას," - ამბობს გირჩის ლიდერი.

რაც შეეხება ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის მიერ დასახელებულ დანარჩენ მიზეზებს.

მე-3 მიზეზი:

"ივანიშვილის ხელისუფლება გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში. ეს ნიშნავს სტიმულების გაუკუღმართებას. პოლიტიკა ნებისმიერ სფეროში ემსახურება არა ამ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკური დივიდენდების, და საბოლოო ჯამში საარჩევნო ხმების მოტანას. რაოდენ ნათელიც არ უნდა იყოს, რომ ბიუჯეტის ფულის ყრა სპორტში, სოფლის მეურნეობაში, ბიზნესის "ხელშეწყობაში", კულტურაში და ა.შ. მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანია, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება, რადგან ამ ფულის ხარჯვის რეალური მიზანი პოლიტიკური სარგებლის მიღებაა და არა ქვეყნის განვითარება. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს საჭირო და მტკივნეულ რეფორმებზე უარის თქმას." 


მე-4 მიზეზი:

"ივანიშვილის მსახურების დატოვება ხელისუფლებაში ნიშნავს ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების წარმოჩენას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი მოქალაქეების თვალში, როგორც უუნარო ჩმორების, რომლებიც არ იმსახურებენ პატივისცემასა და ღირსეულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების და მოქალაქეების მხრიდან. ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა პროპორციული არჩევნების დაპირებითა და შემდეგ გადაგდებით, არ შეიძლება, უბრალოდ გაატარონ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე მოქალაქეებმა."


მე-5 მიზეზი:

"ივანიშვილმა საბჭოთა წარსულიდან დააკოპირა მმართველობის ფორმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას ყოველგვარი არჩევითი თანამდებობის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები" 


მე-6 მიზეზი:

"ოცნების მმართველობის ერთერთი ყველაზე თვალშისაცემი გამოხატულებაა არჩევით თანამდებობებზე ისეთი ადამიანების არჩევა, რომლებსაც ამის არანაირი შანსი არ ექნებოდათ არასდროს, რომ არა ივანიშვილის გავლენა და ფული. ასეთი იყო ნარმანია, ასეთი იყო მარგველაშვილი, ასეთია ზურაბიშვილი და ასეთია ოცნების ახალი სრული საპარლამენტო სია."


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system