თავში

რაც ახლა ვიხილეთ, ეს იყო შეურაცხმყოფელი უტიფრობა - ბოკერია

რაც ახლა ვიხილეთ, ეს იყო შეურაცხმყოფელი უტიფრობა - ბოკერია
რაც ახლა ვიხილეთ, ეს იყო შეურაცხმყოფელი უტიფრობა - ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არ გამოყენებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილისაგან, საოცარი უტიფრობის დემონსიტრირებაა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის არგუმენტები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

“რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის საზოგადოებისთვის დემონსტრირება საოცარი, შეურაცხმყოფელი უტიფრობის ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგან. 

ეს იყო უერთერთგამომრიცხავი ბოდვა, აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო საკმარისი და ამის გამო საკამათო დარჩა რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს,” - განაცხადა გიგა ბოკერიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system