თავში

რაც დრო გადის, მოლაპარაკების სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება - ჩიხლაძე

რაც დრო გადის, მოლაპარაკების სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება - ჩიხლაძე
რაც დრო გადის, მოლაპარაკების სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება - ჩიხლაძე

რაც დრო გადის, მოლაპარაკებების სივრცე და ფანჯარა სულ უფრო იხურება და ნაკლები შანსი რჩება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადმოდგან  მოლაპარაკებებისთვის საჭირო ნაბიჯები. 

"მეხუთე რაუნდზე სიახლე ამ ეტაპისთვის არ არის. თვეზე მეტია ოპოზიცია ვართ მოლოდინის რეჟიმში, ასევე ფასილიტატორი ელჩები და რაც დრო გადის, მოლაპარაკებების სივრცე და ფანჯარა სულ უფრო იხურება და ნაკლები შანსი რჩება. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ დროულად გადმოდგან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ნაბიჯები და მოვიდეს რაციონალური წინადადებით, რომელზეც დავილაპარაკებთ, შეთანხმება შედგება და კომპრომისის გზით პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწევთ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გარეშე ყველა სხვა საკითხი უბრალოდ ვერ გადაწყდება. ამიტომ ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ დროულად გამოვიდეთ ამ კრიზისიდან", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისულებას შორის, შუამავლებთან ერთად მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, ასევე ჩანიშნული იყო მეხუთე შეხვედრაც, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system