თავში

"რაც შეიძლება მეტი HA HA!" - თალაკვაძე სააკაშვილზე

"რაც შეიძლება მეტი HA HA!" - თალაკვაძე სააკაშვილზე
რაც შეიძლება მეტი HA HA! - თალაკვაძე სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

"მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა.

რაც შეიძლება მეტი HA HA!

2 ოქტომბერს ყველა ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება იგებს!" – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინიდან არ გასულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system